ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია » სპორტის ხაზი

ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია

ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია
24-03-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ინგლისის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე იტალიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 2-1 იმარჯვა. ერთ-ერთი გოლი ჰარი კეინმა გაიტანა და ამით იგი ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

აქამდე ეს წოდება უეინ რუნის სახელზე იყო. “წითელი ეშმაკების” ლეგენდამ 2003-2018 წლებში ინგლისელთა მაისურით 120 შეხვედრა ჩაატარა და 53 ბურთი გაიტანა. რაც შეეხება “ტოტენჰემის” შემტევს, მას ძირითად ნაკრებში დებიუტი 2015 წელა ჰქონდა და დღემდე 81 შეხვედრა ჩაატარა. იგი 54 ბურთით ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი