“მასში ყველაფერი მომწონს, უბრალოდ…” - როგორ ახასიათებს სანდროს პოპოვიჩი » სპორტის ხაზი

“მასში ყველაფერი მომწონს, უბრალოდ…” - როგორ ახასიათებს სანდროს პოპოვიჩი

“მასში ყველაფერი მომწონს, უბრალოდ…” - როგორ ახასიათებს სანდროს პოპოვიჩი
25-03-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა, რომელიც 1996 წლიდან სათავეში უდგას “სან ანტონიოს,” ქართველი კალათბურთელის, სანდრო მამუკელაშვილის შესახებ ისაუბრა.

“მასში ყველაფერი მომწონს, უბრალოდ, ზოგჯერ ცოტა სიმშვიდისკენ მოვუწოდებ ხოლმე, რადგანაც ზედმეტ დაძაბულობას ვამჩნევ. მამუს იუმორის ჩინებული გრძნობა აქვს და ესეც არის მიზეზი, რომ მაგარი ბიჭია. მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთი მსიამოვნებს და ეს, გადაჭარბებული ნათქვამი ნამდვილად არაა” - განაცხადა “სპურსის” თავკაცმა.

მამუკელაშვილი “სან ანტონიოს” ცოტა ხნის წინ შეუერთდა და უკვე მოახერხა, რომ შეხვედრათა უმეტესობას ძირითადი შემადგენლობიდან იწყებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი