“ბაიერნმა” ნაგელსმანი გაათავისუფლა » სპორტის ხაზი

“ბაიერნმა” ნაგელსმანი გაათავისუფლა

“ბაიერნმა” ნაგელსმანი გაათავისუფლა
24-03-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გვამცნობს, მიუნხენის “ბაიერნმა” იულიან ნაგელსმანი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა, რომ “რეკორდმაისტერმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “პსჟს-ის” ბარიერი დაძლია, ბუნდესლიგის ბოლო ხუთი ტურიდან ორი დათმო. ახალგაზრდა სპეციალისტი გერმანულ კლუბში 2021 წლიდან მუშაობდა.

მთავარი საკითხია, ვინ ჩაიბარებს “ბაიერნს.” ფაბრიციოს ინფორმაციით, ის ადამიანი, რომელიც მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოზიციას დაიკავებს, თომას ტუხელი იქნება. იგი ბოლოს ლონდონის “ჩელსიში” მუშაობდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი