საფრანგეთთან მატჩის წინ - ნიდერლანდების ნაკრებში მცირე ვირუსული აფეთქებაა » სპორტის ხაზი

საფრანგეთთან მატჩის წინ - ნიდერლანდების ნაკრებში მცირე ვირუსული აფეთქებაა

საფრანგეთთან მატჩის წინ - ნიდერლანდების ნაკრებში მცირე ვირუსული აფეთქებაა
23-03-2023, 16:36
Aa Aa
გაზიარება:

მარტის სანაკრებო მატჩებისთვის შეკრებილ ნიდერლანდების ნაკრებში მცირე ვირუსული აფეთქებაა, როგორც იწერება შეკრება ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მიუნხენის ბაიერნის მცველი, მატიას დე ლიხტი ერთ-ერთია იმ 5 ფეხბურთელს შორის, ვინც ნიდერლანდების ნაკრების შეკრება ვირუსული ინფექციის გამო დატოვა.

ასევე ინფიცირებული არიან: კოდი გაკპო, სვენ ბუტმანი, ჯოი ვეერმანი და ბარტ ვენბურგენი, ერთ-ერთ შემცვლელად კი ბაიერნის ფეხბურთელს, რაიან გრავენბერხს უხმეს.

ცნობისთვის, ნიდერლანდები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საფრანგეთს დაუპირისპირდება, ხოლო მეორე მატჩი გიბრალტარს უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი