იტალიური “მილანის” 41 წლის თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ყველაზე ასაკიანი მოთამაშე გახდა, ვისაც სერია A-ში გოლი გაუტანია, შვედეთის ნაკრების განაცხადში მოხვდა. ფეხბურთელმა ევრო 2024-ზე შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა.
"ამაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. ვცდილობ, დღიდან დღემდე ვიცხოვრო და აწმყოში დავრჩე, თუმცა მე აწმყო, წარსული და მომავალი ვარ"- წერს Calciomercato შვედი თავდამსხმელის სიტყვებს.
ზლატანი ნაკრებში 2001 წლიდან ასპარეზობს. მან 121 შეხვედრა ჩაატარა და 62 გოლიც გაიტანა.