“ნაპოლი” ფირმინოსთვის ბრძოლას იწყებს » სპორტის ხაზი

“ნაპოლი” ფირმინოსთვის ბრძოლას იწყებს

“ნაპოლი” ფირმინოსთვის ბრძოლას იწყებს
23-03-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ბობი ფირმინო “ლივერპულს” დატოვებს. 31 წლის შემტევით “ნაპოლია” დაინტერესებული.

ინგლისური გამოცემა The Sun-ი გვამცნობს, რომ “პარტენოპეი” ბრაზიელის ტრანსფერში ფავორიტად მიიჩნევა და ყველაზე დიდი შანსი აქვს, რომ შემტევი გადაიბიროს. თავად ნეაპოლელები ბობის მიმართ დადებითად არიან განწყობილებიბდა სპალეტისთვის სასურველ მოთამაშედ თვლიან.

ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, სადაც 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.