"ბაიერნთან მატჩში სასოწარკვეთილი და უმწეო ჩანდა", - ფილიპ ლამმა მესი მკაცრად გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

"ბაიერნთან მატჩში სასოწარკვეთილი და უმწეო ჩანდა", - ფილიპ ლამმა მესი მკაცრად გააკრიტიკა

"ბაიერნთან მატჩში სასოწარკვეთილი და უმწეო ჩანდა", - ფილიპ ლამმა მესი მკაცრად გააკრიტიკა
22-03-2023, 18:40
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა ორმატჩიან დუელში ფრანგული პსჟ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა გაინაღდა, სადაც ინგლისურ მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება.

პსჟ-სთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ, მიუნხენელთა ლეგენდარულმა მოთამაშემ ფილიპ ლამმა ფრანგთა მთავარი ვარსკვლავი, ლიონელ მესი მკაცრად გააკრიტიკა.

"მესი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მიუნხენში ყოველივე ეს ვერ აჩვენა. თითქოს ის ყოველგვარი მიზნის და მიმართულების გარეშე თამაშობდა - პსჟ-ში ცალკეულმა ინდივიდებმა არ იციან თუ როგორ გაიტანონ გოლი გუნდურად, ერთობლივად. მესი უბრალოდ იდგა და პასს ელოდებოდა, ძალიან უმწეო და სასოწარკვეთილი ჩანდა.

ერთი სიტყვით, მიუნხენში ფრანგულმა გუნდმა ის კლასი ვერ აჩვენა, როგორიც ამ დონის ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეს, მაგრამ პრინციპში ეს გასაკვრიცი სულაც არ არის, რადგან პსჟ ჩემპიონთა ლიგას სულ ადრეულ ეტაპზე ეთიშება
", - განაცხადა ლამმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.