"კვარაცხელია სევილიასთან ახლოს იყო, თუმცა მონჩიმ მასზე უარი თქვა" - Diario de Sevilla » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია სევილიასთან ახლოს იყო, თუმცა მონჩიმ მასზე უარი თქვა" - Diario de Sevilla

"კვარაცხელია სევილიასთან ახლოს იყო, თუმცა მონჩიმ მასზე უარი თქვა" - Diario de Sevilla
25-03-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

ალბათ, ხვალამდე არ გვეყოფა დრო ყველა იმ კლუბის გასახსენებლად, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდებოდა, თუმცა მის შესაძენად გამბედავი ნაბიჯი ვერ გადადგა.

როგორც Diario de Sevilla-სგან ვიგებთ, ანდალუსიურ კლუბსაც ზუსტად იგივე გზა გაუვლია, თუმცა მათმა სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ ქართველის სევილიაში ტრანსფერს ვეტო დაადო:

"ეს ბიჭი დღევანდელი ფეხბურთის გამორჩეული წევრია, მას თვით დიეგო არმანდო მარადონას ადარებენ. მას შეუძლია, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონი გახადოს, თანაც იმ მწვრთნელის ქვეშ, რომელიც მონჩის ყოველთვის მოსწონდა."

"აღსანიშნავია, რომ კვარადონა სევილიში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მონჩიმ ამავე ტრანსფერში სარგებელი ვერ დაინახა და ქართველი ტალანტი ხელიდან დაუსხლტდა."
- წერს ესპანური ვებგვერდი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი