"შეტევაში იმპულსი, დაცვაში კი სარგებელი მოიტანა" - Rugby Europe ბექა გორგაძეზე წერს » სპორტის ხაზი

"შეტევაში იმპულსი, დაცვაში კი სარგებელი მოიტანა" - Rugby Europe ბექა გორგაძეზე წერს

"შეტევაში იმპულსი, დაცვაში კი სარგებელი მოიტანა" - Rugby Europe ბექა გორგაძეზე წერს
23-03-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

რაგბი ევროპის ოფიციალურმა გვერდმა გასული შაბათ-კვირის მატჩები შეაფასა და ის ხუთი მოთამაშე გამოარჩია, რომლებმაც სიმპათია ყველაზე მეტად დაიმსახურეს. საგულისხმოა, რომ ხუთეულში ქართველი მორაგბე, ბექა გორგაძეც მოხვდა.

აი, რას წერს რაგბი ევროპის გვერდი გორგაძეზე: "ბექამ საქართველოსა და უელსის დაპირისპირების დროს ტრავმა მიიღო და ეროვნულ გუნდში რამდენიმე მატჩი გამოტოვა, დაბრუნებით კი პორტუგალიასთან დაბრუნდა, რომელთანაც მან ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნი ფაქტორია, რომ გორგაძე ისეთივე ძლიერი დაბრუნდა, როგორიც ტრავმის მიღებამდე იყო. ბექამ საქართველოს პორტუგალიასთან მატჩში იმპულსი (შეტევაში) მისცა. გარდა ამისა, ის დაცვაშიც პროდუქტიული იყო და სარგებელი მოჰქონდა."

"გორგაძესთან ერთად გამოსარჩევია დავით ნინიაშვილი და აკაკი ტაბუცაძე, თუმცა მატჩის საუკეთესოდ სწორედ ბექა დასახელდა, რომელმაც პორტუგალიასთან გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა."


შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპა ზედიზედ მეექვსედ მოიგეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი