გუშინ, ჩვენი დროით 23:00 საათზე "ატლეტიკ ბილბაო" "ალმერიას" დაუპირისპირდა, სადაც მასპინძლებმა 4-0 იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: მატჩის მე-10 წუთზე ნიკო უილიამსის პასის შემდეგ, "ალმერიას" კარი ინიაკი უილიამსმა აიღო, ხოლო 62 წუთზე თავად ნიკომ გაიტანა, საგოლე პასი კი მისმა ძმამ შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ მოახლოვებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძმები სხვადასხვა ნაკრების შემადგენლობაში იქნებიან: ინიაკი განას ნაკრებში ითამაშებს, ხოლო ნიკოს თამაშის სურვილი ესპანეთის ნაკრებში აქვს.