გრეგ პოპოვიჩი: “სანდრო მოსალოდნელზე უკეთ თამაშობს” » სპორტის ხაზი

გრეგ პოპოვიჩი: “სანდრო მოსალოდნელზე უკეთ თამაშობს”

გრეგ პოპოვიჩი: “სანდრო მოსალოდნელზე უკეთ თამაშობს”
22-03-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

მართლაც, რომ ლეგენდარულმა მწვრთნელმა, გრეგ პოპივიჩმა, რომელიც “სან ანტონიოს” 1996 წლიდან უძღვება, სანდრო მამუკელაშვილის შესახებ ისაუბრა. ქართველი “სპურსში” რამდენიმე კვირაა რაც გადავიდა და მალევე მოახერხა გუნდის მთავარი მწვრთნელის მოხიბვლა. გამთენიისას მამუმ “სან ანტონიოს” მაისურით 20 ქულა ჩააგდო.

“ეჭვგარეშეა, რომ მამუკელაშვილი მოსალოდნელზე უკეთ ასპარეზობს. სანდროს ესმის, როგორ ითამაშოს კალათბურთი. იგი ტიპური ევროპელი კალათბურთელია. ბურთის გარეშე ბევრს მოძრაობს და იცის, პარკეტზე ყოფნისას სივრცის გაჩენა რა მნიშვნელოვანია. მამუკელაშვილს კარგი უნარები აქვს და კარგი ათლეტია. დიახ, მისი აყვანისას არ ვიცოდი, ვინ იყო და ძალიან გამაკვირვა” - განაცხადა გრეგ პოპოვიჩმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.