ნახვამდის ხორხე - სევილიამ სამპაოლი თანამდებობიდან დაითხოვა! » სპორტის ხაზი

ნახვამდის ხორხე - სევილიამ სამპაოლი თანამდებობიდან დაითხოვა!

ნახვამდის ხორხე - სევილიამ სამპაოლი თანამდებობიდან დაითხოვა!
21-03-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ირკვევა, ანდალუსიის წითელ მხარეში ცვლილებებია, - სევილიამ ხორხე სამპაოლი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

ალბათ, არგენტინელისა და ესპანური კლუბის ასეთი დასასრული მოსალოდნელიც იყო, ამის მიზეზად კი შეგვიძლია, რომ თავად სევილიას ნაჩვენები კატასტროფული შედეგები დავასახელოთ. მარტო იმის თქმა რად ღირს, რომ სევილიელები ლა ლიგის გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ!

საგულისხმოა ისიც, რომ სამპაოლიმ სევილიის ტრადიციას არ უღალატა და ევროპა ლიგის 1/8 ფინალი წარმატებით გადალახა. მიუხედავად ამისა, გუნდის ხელმძღვანელობაში არგენტინელი თავკაცის მუშაობა ყელში ამოუვიდათ და თანამდებობიდან მოხსნეს.

შემთხვევითი სულაც არაა, რომ კლუბის მესვეურები სანაკრებო პაუზას დაელოდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი იმედოვნებენ, რომ ამ პერიოდში შესაფერის კანდიდატს მონახავენ და სევილიას მომავალს მას მიანდობენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი