“რა სჭირს მამარდაშვილს” - რას წერს ესპანური მედია » სპორტის ხაზი

“რა სჭირს მამარდაშვილს” - რას წერს ესპანური მედია

“რა სჭირს მამარდაშვილს” - რას წერს ესპანური მედია
21-03-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

Deportevalenciano-მ “ვალენსიას” კარის ქართველ დარაჯზე, გიორგი მამარდაშვილზე სტატია გამოაქვეყნა. “რა სჭირს მამარდაშვილს” - სწორედ ასეთი სათაურით შემოგვთავაზა გამოცემამ ის სტატია, რომელშიც გიორგის ამჟამინდელი ფორმაა განხილული.

„მამარდაშვილის პროგრესში სტაგნაცია შეინიშნება ან სულ მცირე, ის ტემპი აღარ აქვს, რომელიც სადებიუტო შეხვედრის შემდეგ ჰქონდა, რაც გასაგებია, რადგან ამ ტემპის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.

მამარდაშვილმა, ისე, როგორც მთელმა გუნდმა, შეცდომები დაუშვა, რომელთა გამოც, გოლები მივიღეთ და ქულები დავკარგეთ, მაგრამ მოგვწონს თუ არა, ეს აუცილებელია, რათა გიორგიმ ისწავლოს, განვითარდეს და უკეთესი მეკარე გახდეს.

მამარდაშვილის მიმართ არსებული ნდობა არსად გაქრება და კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი მას დაეხმარება, რათა უახლოეს მომავალში, უკეთეს გოლკიპერად ჩამოყალიბდეს” - ვკითხულობთ ესპანური გამოცემის ნაწერში.

გიორგიმ მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ კარგი მოგერიებებიც შემოგვთავაზა.

ამ დროისთვის “ვალენსია” ბოლოსწინა ადგილზეა და გასავარდნ ზონაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი