საწვრთნელი პროცესი 21 წლამდე ნაკრებმაც დაიწყო » სპორტის ხაზი

საწვრთნელი პროცესი 21 წლამდე ნაკრებმაც დაიწყო

საწვრთნელი პროცესი 21 წლამდე ნაკრებმაც დაიწყო
21-03-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მსგავსად 21 წლამდე გუნდიც შეიკრიბა. რამაზ სვანაძის შეგირდები საწვრთნელ შეკრებას თურქეთში გადიან. შეხვედრა 26 მარტს ლატვიის წინააღმდეგაა ჩანიშნული და ის ქალაქ ბელეკში გაიმართება საქართველოს დროით 18:00-ზე. დღეს ფეხბურთელებს გიორგი გულიაშვილიც შეუერთდება. შეგახსენებთ, იგი “სარაევოს” ღირსებას იცავს.

სრული განაცხადი ასე გამოიყურება -

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ივა გელაშვილი (საბურთალო), მათე აბულაძე (სამტრედია), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), თორნიკე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გვიშიანი (სამტრედია).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ბექა დარცმელია (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი კვერნაძე (დინამო ბათუმი), ოთარ ფარულავა (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკა ხორხელი (სამგურალი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ იუნიონი, ესპანეთი), გიორგი ლომთაძე (გაგრა).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი