მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, იოზუა კიმიხმა მარტის სანაკრებო მატჩებისთვის გერმანელთა შემადგენლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიაში რამოდენიმე ცნობილი მოთამაშის ხილვას ელოდა.
"ჰანს ფლიკს ორჯერ ან სამჯერ უკვე ველაპარაკე, ისიც თავის მხრივ მოთამაშეებთან კომუნიკაციას ინარჩუნებს და მათთან იდეებს ცვლის - ეს ეტაპი ახლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გარკვეული საკითხების გადასაჭრელად და სამომავლო მიზნების დასასახად.
სიმართლე გითხრათ, მარკო როისს, ილკაი გიუნდოგანს, ტომას მიულერს, ნიკლას ზულეს, ლეროი სანეს და ტონი რუდიგერს (განსაკუთრებით კი ბოლო სამს) ველოდი სანაკრებო სიაში", - განაცხადა კიმიხმა.
შეგახსენებთ, მარტის თვეში გერმანიის ნაკრები 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 25 მარტს ფლიკის გუნდი ჯერ პერუს დაუპირისპირდება, ხოლო 28-ში ბელგიის ნაკრებს.