"გულშემატკივრების გამოხმაურება ვნახე და გაოცებული ვარ", - ლოჩოშვილი ნაკრებში არ გამოძახებაზე » სპორტის ხაზი

"გულშემატკივრების გამოხმაურება ვნახე და გაოცებული ვარ", - ლოჩოშვილი ნაკრებში არ გამოძახებაზე

"გულშემატკივრების გამოხმაურება ვნახე და გაოცებული ვარ", - ლოჩოშვილი ნაკრებში არ გამოძახებაზე
19-03-2023, 23:21
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტში გასამართი თამაშებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლმა ჯვაროსანთა შემადგენლობა უკვე დაასახალა და სიაში ბევრისთვის მოულოდნელად იტალიის სერია ა-ში მოთამაშე ლუკა ლოჩოშვილი ვერ მოხვდა, რომელიც ამჟამად კრემონეზეს ღირსებას იცავს.

როგორც Geo Team-თან საუბრისას ლუკამ განაცხადა, გულშემატკივართა გამოხმაურებების ნახვის შემდეგ, გაოცებული და შეიძლება ითქვას გულნატკენიც კი დარჩა:

"გამოხმაურებები ვნახე და გაოცებული ვარ. კრიტიკა იმ ხალხისგან, ვისაც ჩემი ერთი თამაშიც არ უნახავს...

სერია A-ში 16 თამაში ჩავატარე, აქამდე მხოლოდ 4-მა ქართველმა ითამაშა აქ, სადაც მოხვედრა რთულია. ცუდ რაღაცებს წერენ.

მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერს მთელი სეზონია აქტიურად მიჭერს, მათ ძალიან ვაფასებ
", - განაცხადა ლოჩოშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი