კაპიტანი და ლიდერი - რა გააკეთა კვარას პენალტის წინ დი ლორენცომ? » სპორტის ხაზი

კაპიტანი და ლიდერი - რა გააკეთა კვარას პენალტის წინ დი ლორენცომ?

კაპიტანი და ლიდერი  - რა გააკეთა კვარას პენალტის წინ დი ლორენცომ?
19-03-2023, 22:54
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლისთვის დღეს სერია A-ში მორიგი ჩვეულებრივი ტური იყო, - სპალეტის ბიჭებმა მეტოქეს გადაუარეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ თავის გამოჩენა პენალტის გატანით შეძლო. როგორც აღმოჩნდა, კვარას მშვიდად შესრულებულ თერთმეტმეტრიანს წინ დი ლორენცოს შეგონება უძღვოდა, რომელმაც ქართველ ფეხბურთელს სიმშვიდისკენ მოუწოდა, ხვიჩამ კი პენალტი მართლაც აუღელვებლად შეასრულა.

მოგეხსენებათ, რომ კვარამ მნიშვნელოვანი პენალტი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ვერ გამოიყენა და ვიღაცებმა იფიქრეს, რომ მისი მენტალური მხარე მორიგი თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად მზად არ იყო, თუმცა კვარაცხელიამ შანსი მშვიდად გამოიყენა და მიმდინარე სერია A-ში მე-12 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი