მატჩი სკაუტებისთვის | ატლეტიკო გიორგის აკვირდება, ის კი დღეს მადრიდელებთან ითამაშებს » სპორტის ხაზი

მატჩი სკაუტებისთვის | ატლეტიკო გიორგის აკვირდება, ის კი დღეს მადრიდელებთან ითამაშებს

მატჩი სკაუტებისთვის | ატლეტიკო გიორგის აკვირდება, ის კი დღეს მადრიდელებთან ითამაშებს
18-03-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიას მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს არაერთ გრანდს უკავშირებენ, მათ შორის მადრიდის ატლეტიკოსაც, რომელთანაც მამარდა დღეს ითამაშებს.

ატლეტიკოსა და ვალენსიას მატჩი 00:00 საათზე გაიმართება და სატურნირო ცხრილის გარდა, ინტრიგას ქართველი მეკარის სიტუაციაც იძენს. აქტიურად იწერება, რომ იან ობლაკი წასვლას პრემიერ ლიგაში აპირებს, მისი ერთპიროვნული შემცვლელი კი მამარდაშვილი უნდა იყოს.

ამდენად, დღევანდელი მატჩი გიორგისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, რათა ატლეტიკოს ბოსებს თავი კიდევ უფრო მეტად მოაწონოს და საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინოს.

ცნობისთვის, ატლეტიკო ლა ლიგის მესამე პოზიციას 48 ქულით იკავებს, ხოლო ვალენსია მე-17 ადგილზე 26 ქულითაა.

მატჩი სკაუტებისთვის | ატლეტიკო გიორგის აკვირდება, ის კი დღეს მადრიდელებთან ითამაშებს

საყურებელი გვერდი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი