ყველა ქულა მნიშვნელოვანია | სად შეგეძლებათ მამარდაშვილის თამაშის ყურება? » სპორტის ხაზი

ყველა ქულა მნიშვნელოვანია | სად შეგეძლებათ მამარდაშვილის თამაშის ყურება?

ყველა ქულა მნიშვნელოვანია | სად შეგეძლებათ მამარდაშვილის თამაშის ყურება?
11-02-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრას გიორგი მამარდაშვილის ვალენსია დღეს, 23:55-ზე გამართავს, მეტოქე კი ერნესტო ვალვერდეს ატლეტიკ ბილბაო იქნება.

როგორც იცით, რამდენიმე მატჩის წინ, "ღამურებმა" გუნდიდან ჯენარო გატუზო დაითხოვეს და მის დროებით შემცვლელად ვორო გონსალესი დანიშნეს, რომელმაც მიჯრით ორი შეხვედრა წააგო. დიდი ალბათობით, ვოროსთვის დღევანდელი მატჩი ვალენსიას მწვრთნელის რიგებში უკანასკნელი იქნება, რადგან არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მომდევნო ტურიდან გუნდს ახალი თავკაცი ეყოლება.

ამ მომენტისთვის, ვალენსია ლა ლიგის მე-18 ადგილს 20 ქულით იკავებს, შესაბამისად, ქართველი მეკარის გუნდი გასავარდნ ზონაში იმყოფება. ამდენად, "ღამურებისთვის" დღევანდელი მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება.

რაც შეეხება ბილბაოს ატლეტიკს, ისინი გათამაშების ცხრილის მე-8 ადგილს 29 ქულით იკავებენ. საგულისხმოა, რომ ლა ლიგაში ბილბაოს ბოლო ხუთი შეხვედრიდან 3 წაგებული აქვს, ამიტომ მთლად ოპტიმალურ ფორმაში ვერც ბასკები იმყოფებიან.

იხილეთ საყურებელი გვერდების ფოტოები

ყველა ქულა მნიშვნელოვანია | სად შეგეძლებათ მამარდაშვილის თამაშის ყურება?

პირველი საყურებელი გვერდი



მეორე საყურებელი გვერდი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი