მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ იტალიური გუნდის გამოკვეთილ მოთამაშეზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 41 წლის მოთამაშე თავს კარგად გრძნობს.
"ზლატანი თავს კარგად გრძნობს და გუნდის ცხორებაში სხვა ფეხბურთელების მსგავსად მონაწილეობს. ის მშვიდი და თავდაჯერებულია, ნებისყოფის და მოტივაციის კუთხით კი იბრას ტოლი არ ჰყავს, რადგან ყველა მატჩში გამარჯვება სურს", - განაცხადა პიოლიმ.
შეგახსენებთ, 41 წლის ფეხბურთელს მუხლის ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და მოედანს ახლახანს დაუბრუნდა.