გუშინ ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტური გაიმართა. “სან ანტონიო” “მემფისს” დაუპირისპირდა. შეხვედრა თავიდანვე დიდ ინტერესს იწვევდა და ასეც მოხდა. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო. საბოლოო ჯამში “მემფისმა” 126-120 იმარჯვა.
რაც შეეხება ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს, მან 22-:45 წთ ითამაშა და ასეთი შედეგი მიითვალა - 6 ქულა, 14 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა.
აუცილებელია ვახსენოთ, რომ სანდროს პირად კარიერაში 14 მოხსნა სარეკორდო მაჩვენებელია, აქამდე ეს 13-ს აღწევდა და ეს რიცხვი ქართველმა “კლივლენდთან” დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო: