"გააფორმეთ კონტრაქტი დინამო თბილისის აკადემიასთან" - რას წერს Liverpool.com? » სპორტის ხაზი

"გააფორმეთ კონტრაქტი დინამო თბილისის აკადემიასთან" - რას წერს Liverpool.com?

"გააფორმეთ კონტრაქტი დინამო თბილისის აკადემიასთან" - რას წერს Liverpool.com?
30-09-2022, 22:15
Aa Aa
გაზიარება:

Liverpool.com საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია სტრატეგიაზე, რაც პარტნიორი კლუბების აკადემიებთან ინტეგრაციას შეეხება:

"ცხადია, რომ გრანდები მხოლოდ სათამაშო დონეს არ ავითარებენ, ისინი ფეხბურთელების ძიების არეალს დრო და დრო მკვეთრად აფართოვებენ. მაგალითად, შეხედეთ მანჩესტერ სიტის სტრატეგიას, ისინი, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფორმებენ ხელშეკრულებებს პარტნიორ კლუბებთან. გარდა ამისა, Red Bull-ის წინსვლაც აღსანიშნავი და საგულისხმოა". ასევე, საინტერესოა ბრაიტონისა და სენტ ჟილის კავშირი, რისი წყალობითაც ინგლისელებმა ადეკვატური შევსება, ხოლო ბელგიელებმა ევროპა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობა მოიპოვეს".

"ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში საკმაოდ ბევრ კლუბთან შეიძლება დაკავშირება და ამ საკითხზე დალაპარაკება, მაგრამ ჩვენი ფავორიტი დინამო თბილისია. ფაქტია, რომ ქართული კლუბი უმაღლესი მიზნებისთვის ჯერჯერობით ვერ იბრძვის და მათი ოქროს ხანა 80-იან წლებში იდგა, როდესაც თასების მფლობელთა თასი მოიგეს, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ მათი საფეხბურთო აკადემია მოწოდების სიმაღლეზეა, რადგან სწორედ აქედან მოდის ვალენსიას მამარდაშვილი, ნაპოლის ბრილიანტი კვარაცხელია და მიუნხენის ბაიერნის ლუკა პარკაძე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 60 ყველაზე პერსპექტიულ და ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელთა სიაში მოხვდა".

"დააკვირდით საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც, იქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია, ისევე როგორც დინამო თბილისში. საგულისხმო ფაქტია, რომ ქართველები ერთა ლიგის B დივიზიონში აღზევდნენ და 11 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდათ. მოკლედ, მათზე დაკვირვება ნამდვილად ღირს, რათა მომდევნო ხვიჩა კვარაცხელია მანჩესტერ სიტიმ თავიდანვე არ გადაიბიროს, შემდეგ კი ლივერპულს მორიგი ქართველი ტალანტის შეჩერება არ მოუწიოს".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი