"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მარადიშვილს ჯერ კიდევ ამ დროიდან აკვირდება" - რუსული მედია » სპორტის ხაზი

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მარადიშვილს ჯერ კიდევ ამ დროიდან აკვირდება" - რუსული მედია

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მარადიშვილს ჯერ კიდევ ამ დროიდან აკვირდება" - რუსული მედია
17-03-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

16 მარტს ყველასთვის მოულოდნელად დაიწერა, რომ მოსკოვის ლოკომოტივის 23 წლის ფეხბურთელი, კონსტანტინე მარადიშვილი ქართული პასპორტის აღებასთან ძალიან ახლოს არის და მისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში თითქმის გადაწყვეტილია.

ამის საპირისპიროდ, კონსტანტინეს მამამ, კობა მარადიშვილმა თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მისი შვილი საქართველოში თამაშს არ გეგმავს.

რუსულ მედიაში მარადიშვილისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კავშირის შესახებაც დაიწერა, გთავაზობთ მას:

"საქართველოს წარმომადგენლები კონსტანტინე მარადიშვილს არამარტო ახლა, არამედ უწინაც აკვირდებოდნენ. მაგალითად, სფფ-ის ინტერესი ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როდესაც კონსტანტინე ცსკა-ში თამაშობდა, ეს ინტერესი კი ახლაც აქტიურია."

ცნობისთვის, 23 წლის ფეხბურთელს რუსეთის ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, თუმცა მისი ქართული წარმომავლობა ჩვენს ნაკრებში თამაშის ლეგიტიმურ უფლებას აძლევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი