Diaro AS: რეალ მადრიდი ედენ აზარის იჯარით გაშვების ვარიანტს განიხილავს » სპორტის ხაზი

Diaro AS: რეალ მადრიდი ედენ აზარის იჯარით გაშვების ვარიანტს განიხილავს

Diaro AS: რეალ მადრიდი ედენ აზარის იჯარით გაშვების ვარიანტს განიხილავს
16-03-2023, 21:43
Aa Aa
გაზიარება:

ფაქტია, ედენ აზარის ესპანური კარიერა ისე ვერ აეწყო, როგოროც ამას თავად ფეხბურთელი და მისი გარემოცვა ისურვებდა - ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ბელგიელ შემტევს 3 იანვრის შემდეგ მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებია.

სწორედ ამის გამო, მადრიდის რეალი 32 წლის ფეხბურთელის იჯარით გაშვებას და ხელფასის მხოლოდ ნახევრის გადახდის ვარიანტს განიხილავს - ინფორმაციას ამის თაობაზე ესპანური Diaro AS იტყობინება.

ცნობისთვის, მიუხედავად ბელგიელის ცუდი ფორმისა, ის მადრიდის რეალის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და მის კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულს ეწურება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი