"გიორგი მამარდაშვილს იან ობლაკისგან ბევრის სწავლა შეუძლია" - ესპანური პრესა » სპორტის ხაზი

"გიორგი მამარდაშვილს იან ობლაკისგან ბევრის სწავლა შეუძლია" - ესპანური პრესა

"გიორგი მამარდაშვილს იან ობლაკისგან ბევრის სწავლა შეუძლია" - ესპანური პრესა
17-03-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის ატლეტიკო ვალენსიას უმასპინძლებს, ეს შეხვედრა კი Superdeporte-სთვის საინტერესო იან ობლაკისა და გიორგი მამარდაშვილის ფაქტორის გამო გახდა.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში მამარდაშვილს მადრიდულ გუნდს აქტიურად უკავშირებენ, ოღონდ არა სათადარიგო მეკარედ, არამედ იან ობლაკის ერთპიროვნულ შემცვლელად, რომელსაც, როგორც იწერება გეზი პრემიერ ლიგისკენ აქვს აღებული.

აი, რას წერს Superdeporte შაბათს, 00:00 საათზე გასამართი შეხვედრის წინ: "გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ერთ-ერთი მთავარი ნათელი წერტილია. ეჭვგარეშეა, რომ გიორგი მომდევნო დეკადის საუკეთესო მეკარეთა შორის იქნება, ამიტომ მის მიმართ ყურადღების გამოჩენა გვმართებს. შაბათს ვალენსია ატლეტიკოს ესტუმრება, მამარდაშვილი კი იან ობლაკის პირისპირ დადგება, იმ ფეხბურთელის, რომელიც გიორგიმ სარკესავით უნდა გამოიყენოს, ქართველს სლოვენიელისგან ბევრის სწავლა შეუძლია."

ცნობისთვის, მადრიდის ატლეტიკო ლა ლიგის მე-3 პოზიციას 48 ქულით იკავებს, ხოლო ვალენსია მე-17 ადგილზე 26 ქულითაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი