“გოლის გატანას ყველანაირად ცდილობდა” - როგორია იტალიური მედიის შეფასება » სპორტის ხაზი

“გოლის გატანას ყველანაირად ცდილობდა” - როგორია იტალიური მედიის შეფასება

“გოლის გატანას ყველანაირად ცდილობდა” - როგორია იტალიური მედიის შეფასება
16-03-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ “ნაპოლიმ” “აინტრახტი” 3-0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საგზურიც მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 74 წუთი გაატარა. კევინ ტრაპმა მას რამდენიმე რთული ბურთი აუღო.

Sofascore-სგან ქართველმა 6.6 ქულა დაიმსახურა. ვნახოთ, როგორ გამოეხმაურა იტალიური მედია კვარას გუშინდელ თამაშს:

Calciomercato.it – 7.5 ქულა: "გერმანელთა დაცვას განაიარაღებს. ისე შედის სივრცეებში, როგორც უნდა. პირველი ტაიმის ბოლოს ტრაპმა წარმოუდგენელი გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა, მეორე გოლზე ფეხბურთი დახატა".

Sportmediaset – 7 ქულა: "გოლის გატანას ყველა მეთოდით ცდილობს, მაგრამ ყოველთვის დიდებული ტრაპი წინ გადაუდგა. როდესაც აჩქარებას აკეთებს, აინტრახტის დაცვას უსაქმოდ ტოვებს".

Calcionapoli1926 – 7 ქულა: "მხოლოდ ტრაპმა წაართვა გოლის სიხარული: ჯერ ინდივიდუალური შეტევა მე-18 წუთზე, შემდეგ 42-ე და მე-60 წუთზე გერმანელმა მეკარემ მას სიხარული წაართვა. ოსიმენის გოლზე დიდებულად გახსნა მეტოქის დაცვა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი