ზუროსი: "ორივე შეხვედრა მოსაგებია, შემდეგ ეტაპზე აუცილებლად უნდა გავიდეთ" » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

ზუროსი: "ორივე შეხვედრა მოსაგებია, შემდეგ ეტაპზე აუცილებლად უნდა გავიდეთ"

ზუროსი: "ორივე შეხვედრა მოსაგებია, შემდეგ ეტაპზე აუცილებლად უნდა გავიდეთ"
25-11-2021, 12:01
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებს ხვალ, 26 ნოემბერს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ელის.

პიორველი მეტოქე ჩვენებისათვის უკრაინაა, რომელსაც თბილისში ვუმასპინძლებთ, შემდეგი მეტოქე კი ესპანეთი გახლავთ.

"ორივე შეხვედრა უნდა მოვიგოთ, რადგან წინ ბევრი მატჩი გველის. სანაკრებო ფანჯრები კიდევ იქნება, ამიტომ კარგი სტარტი ჰაერივით საჭიროა, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. სამწუხაროდ ტრავმების გამო ისეთი საჭირო მოთამაშეები გვაკლიან, როგორებიც ცინცაძე და სანაძე არიან, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ისინი გამოჯანმრთელებას მალე მოახერხებენ."

"მოხარული ვარ იმით, რომ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. ისინი ყოველთვის მხურვალედ გვქომაგობდნენ და ახლაც იგივეს იმედი მაქვს, მათი გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება.", - ამბობს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საიტთან ინტერვიუში ილიას ზუროსი.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი