"უიღბლო ტალანტი, რომელსაც არაერთ გრანდში თამაში შეეძლო" - სლოვაკეთში ჩაკვეზე დაწერეს » სპორტის ხაზი

"უიღბლო ტალანტი, რომელსაც არაერთ გრანდში თამაში შეეძლო" - სლოვაკეთში ჩაკვეზე დაწერეს

"უიღბლო ტალანტი, რომელსაც არაერთ გრანდში თამაში შეეძლო" - სლოვაკეთში ჩაკვეზე დაწერეს
15-03-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ქართული ფეხბურთის იმედისა და მომავლის ხსენებაზე, ალბათ თავში ყველას ხვიჩა კვარაცხელია მოსდის, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ გიორგი ჩაკვეტაძის ღვაწლი, რომელიც მას საქართველოს ნაკრების განვითარებასა და წარმატებაში მიუძღვის.

რთულია იდავო იმაზე, რომ ჩაკვემ წლების წინ ერთა ლიგის D დივიზიონი მარტომ მოიგო, სადაც მას 6 თამაშში 4 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა. წესით, ყველას გემახსოვრებათ მისი ბრწყინვალე გასროლა ყაზახეთის ნაკრების კარში, რის ფონზეც მთელი ქვეყანა ერთბაშად აბობოქრდა და მიჩუმებული გულებიც ხელახლა აფანცქალდა.

ახლა გიორგი სლოვაკეთში თამაშობს. შეიძლება, ეს ის არაა, რაც მისთვის გვინდოდა, თუმცა ამ ეტაპზე სტაბილური თამაშიც კი მისასალმებელია, თანაც უნდა ითქვას, რომ გიორგი ბოლო პერიოდს განსაკუთრებით კარგად ატარებს, ქართველი ფეხბურთელი იმდენად გამოირჩევა სხვებისგან, რომ სლოვაკეთში მას ცალკე სტატიაც კი მიუძღვნეს. აი, რას წერენ ისინი:

"სლოვანში ნამდვილი ქართული ლეგიონი თამაშობს, სადაც თავისი როლი გიორგი ჩაკვეტაძესაც აქვს, ტალანტს, რომელსაც არაერთ გრანდში თამაში შეეძლო (ბარსელონა, ჩელსი, ლივერპული, დორტმუნდი, რომა), თუმცა მას იღბალმა უმტყუნა და პერმანენტულმა ტრავმებმა განვითარების პროცესს დაღი დაასვა."

გიორგი ჩაკვეტაძეზე ვლადიმერ ვაისის (ნაკრების პერიოდში) თანაშემწემაც, ჯოზეფ კონტირიმაც ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ქართველი ტალანტი ახლა გენიალურად გამოიყურება და ლოგიკურია, რომ ის ჩემპიონატსა და გუნდს კარგად შეეწყო. კონტირის ღრმად სწამს, რომ გიორგი კიდევ უფრო მოუმატებს და ძველ დიდებას აუცილებლად დაიბრუნებს, რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღმავლობისკენ მიმავალ გზაზე ძალიან გამოადგება..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი