"რომან დოლიძეს ოქტაგონზე სახეს დავუმტვრევ" - იტალიელი მებრძოლი » სპორტის ხაზი

"რომან დოლიძეს ოქტაგონზე სახეს დავუმტვრევ" - იტალიელი მებრძოლი

"რომან დოლიძეს ოქტაგონზე სახეს დავუმტვრევ" - იტალიელი მებრძოლი
15-03-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე თავის მომდევნო დაპირისპირებას იტალიელი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც ჟურნალისტებთან რომანის შესახებ ისაუბრა და ყურადღება გარკვეულ დეტალებზე გაამახვილა:

"მე და რომანი ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, თუმცა გარკვეული ხნის განმავლობაში ერთად ვვარჯიშობდით, ის გიგა ჭიკაძის გავლით გავიცანი, თავად გიგა ჩემი ნამდვილი ძმაა. ვფიქრობდი, რომ დოლიძეზეც იგივეს თქმა შემეძლო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩემსა და მას შორის არანაირი მეგობრობა არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა ის ფაქტი, რომ რომანი ჩემთან ჩხუბს წამებში დათანხმდა, თუმცა თუ ასეა, კარგი, ოქტაგონზე ვნახავ და სახეს დავუმტვრევ."

"სიმართლეა, რომ რომანი კარგი მებრძოლია და ახლა შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, ის ნამდვილი სნაიპერია და შენს შეცდომას თუ დაინახავს, მის გამოყენებას უმალვე ეცდება და ზიანს მოგაყენებს. მასთან ბრძოლა და მოგება იოლი არ იქნება, თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით, მასზე მაღლა ვდგავარ, მე სხვა დონე ვარ და ამას ოქტაგონზე იხილავთ."
- მარვინ ვეტორი

ცნობისთვის, რომან დოლიძისა და მარვინ ვეტორის დაპირისპირება 19 მარტს გაიმართება, ბრძოლა 01:00 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი