Tuttosport-მა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

Tuttosport-მა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

Tuttosport-მა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
24-11-2021, 17:31
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა გამოკითხვა ჩაატარა, სადაც 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი აირჩიეს.

გამოკითხვაში სრული უპირატესობით მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გაიმარჯვა. მეორე ადგილი ჩელსის ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ დაიკავა, ხოლო მესამეზე პსჟ-ს თავდამსხმელლი, ლიონელ მესი გავიდა.

2021 წლის საუკეთესო მოთამაშე ყოფილი ფეხბურთელებისგან შემდგარმა ჟიურიმ აირჩია, რომელთა შორისაც იყვნენ: ანდრეი შევჩენკო, ლოთარ მათეუსი, პაველ ნედვედი, ლუკა ტონი, სამუელ ეტო'ო, ედინ ვან დერ სარი, ვერონი, რუი კოშტა და სხვები.

ცნობისთვის, ლევანდოვსკიმ იტალიური გამოცემის ჯილდო "Goldeb Player"-ი ზედიზედ მეორედ მოიგო.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი