"კვარაცხელია ბარსელონას სასტარტოში მშვიდად ითამაშებდა" - ანტონიო კასანო » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია ბარსელონას სასტარტოში მშვიდად ითამაშებდა" - ანტონიო კასანო

"კვარაცხელია ბარსელონას სასტარტოში მშვიდად ითამაშებდა" - ანტონიო კასანო
14-03-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური Bobo TV-ის ეთერში ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელია ბარსელონას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ქართველი ჩავის გუნდის სასტარტო XI-ში ყოველგვარი აღელვების გარეშე ითამაშებდა და თავს ყველა გამოწვევას გაართმევდა:

"ვფიქრობ, მარცხენა ვინგერებს შორის ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესოა, მისი კონკურენტები კინგსლი კომანი და ჯეკ გრილიშიც კი არ არიან."

"ეს ბიჭი იმდენად მაგარია, რომ ბარსელონას ძირითად შემადგენლობაში აუღელვებლად ითამაშებდა, ის ფენომენალურია და ერთი სული მაქვს, რომ ნაპოლისა და აინტრახტის განმეორებითი შეხვედრა ვნახო."

"წლევანდელ სეზონში ხვიჩასგან ისეთი მომენტები ვიხილეთ, რომლებიც ყოველგვარ ლოგიკას აღემატება. მიხარია, რომ კვარა ბრწყინავს, ვნახოთ რას იზამს ის მომდევნო წლებში. ახლა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ხვიჩა ლეაოზე ძლიერი ფეხბურთელია."
- კასანო

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მისი ნაპოლი აინტრახტთან განმეორებით შეხვედრას ხვალ, 23:55-ზე საათზე გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი