რომელი იტალიური კლუბი დაინტერესდა “დინამოს” ფეხბურთელებით » სპორტის ხაზი

რომელი იტალიური კლუბი დაინტერესდა “დინამოს” ფეხბურთელებით

რომელი იტალიური კლუბი დაინტერესდა “დინამოს” ფეხბურთელებით
13-03-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Sassuolonews-ი იტყობინება “სასუოლოს” ინტერესებში თბილისის “დინამოს” ორი ფეხბურთელი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი მოისწრაფიშვილია. მოსალოდნელი ცვლილებების გამო, რომელიც “ნეროვერდიში” შეიძლება განხორციელდეს, ბუნებრივია, რომ გუნდი გაძლიერებაზე იფიქრებს.

ორივე მოთამაშე ეროვნული ნაკრების წევრია. გიორგი 21 წლამდელებშია, ხოლო ანრი უკვე ძირითად გუნდშიც დამკვიდრდა. აუცილებელია უნდა ითქვას, რომ ბიჭები თბილისის “დინამოსთვის” მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი წევრები არიან. ნახევარმცველებზე დიდი იმედი მყარდება, ისინი დიდი ხანია ვითარდებიან და ნელ-ნელა ევროპულ კლუბთა ინტერესებშიც ექცევიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი