ბუნდესლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნამ საკუთარ მოედანზე აუგსბურგს უმასპინძლა და მეტოქე 5:3 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთლი ჟოაო კანსელო იყო, რომელსაც ბაიერნში ცოტათი რთული პერიოდი აქვს, რადგან მისი სათამაშო დროით უკმაყოფილოა.
მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელ მცველზე რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ისაუბრა და ის მიზეზი განმარტა, რატომ არ ეძლეოდა აქამდე კანსელოს გუნდში საკმარისი სათამაშო დრო:
"ეს უკვე არაერთხელ ავხსენი. ჩვენ პსჟ-ს წინააღდეგ 3 მცველიანი ტაქტიკა გვჭირდებოდა და სხვა მოთამაშეებს მივეცი შანსი, რადგან ჟოაო არ არის იმ ტიპის ფეხბურთელი, ვინც 3 მცველიან ტაქტიკას მოერგება - ეს ძალიან მარტივია", - განაცხადა ნაგელსმანმა.