ზბიგნევ ბონეკი : "ხვიჩა ბიჭია, რომელიც ყოველთვის კარგად თამაშობს" » სპორტის ხაზი

ზბიგნევ ბონეკი : "ხვიჩა ბიჭია, რომელიც ყოველთვის კარგად თამაშობს"

ზბიგნევ ბონეკი : "ხვიჩა ბიჭია, რომელიც ყოველთვის კარგად თამაშობს"
30-09-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა პოლონელმა ფეხბურთელმა, ზბიგნევ ბონკემა ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და "კვარას" ტრანსფერი "ნაპოლიში" დადებითად შეაფასა.

"კვარაცხელიას და კიმის მოსვლა გუნდში იმის დასტურია, რომ შეგიძლია ძლიერი გუნდი ცნობილი ფეხბურთელების გარეშე ააშენო. პრობლემაა ისაა, რომ მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე გვაქ ინფორმაცია, რომელთა პიარიც სოციალურ ქსელში მიდის.

მე კვარაცხელიას კვარადონას ვეძახი. ხვიჩა არის ბიჭი, რომელიც ყოველთვის კარგად თამაშობს და გამორჩეული თვისებები აქვს. ფაქტია, ნაპოლიმ კარგი შეთანხმება დადო, იგი 10 მილიონად რომ შეიძინა. " - განაცხადა ზბიგნევმა.


შეგახსენებთ იმასაც, რომ "პარტენოპეი" სერია ა-ში პირველ ადგილს 17 ქულით იკავებს. მომდევნო შეხვედრას იტალიური გუნდი 1-ელ ოქტომბერს "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი