"კვარასა და ოსიმენს შორის ჩანაცვლებადი მხოლოდ ვიქტორია" - იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"კვარასა და ოსიმენს შორის ჩანაცვლებადი მხოლოდ ვიქტორია" - იტალიელი ჟურნალისტი

"კვარასა და ოსიმენს შორის ჩანაცვლებადი მხოლოდ ვიქტორია" - იტალიელი ჟურნალისტი
13-03-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

Corriere dello Sport-ის ადგილობრივმა ჟურნალისტმა, ანტონიო ჯიორდანომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ მცირედი კომენტარი გააკეთა.

იტალიელი ჟურნალისტის აზრით, ამ წყვილში ჩანაცვლებადი მხოლოდ ვიქტორ ოსიმენია, ხოლო კვარას მსგავსი ფეხბურთელის ხელახლა მოძებნა თითქმის შეუძლებელია:

"ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელიას სხვა ფეხბურთელით შეცვლა ურთულესი იქნება, ალბათ წარმოუდგენელიც კი, რადგან მას გასაოცარი შესაძლებლობები აქვს, განსხვავებულია და რაც ყველაზე მთავარია, ამ ბიჭის ნიჭი ბოლომდე ჯერ კიდევ არ გახსნილა."

"რა თქმა უნდა, ვიქტორ ოსიმენიც დიდებული ფეხბურთელია, თუმცა, ჩემი აზრით, ნაპოლის მომავალში მისი ჩანაცვლება შეეძლება, რადგან ის უფრო მეტად ჰგავს სხვებს, ვიდრე კვარა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.