"თუ სურთ, რომ რეალიდან წავიდე, ჯერ ჩემი მოკვლა მოუწევთ", - ვალვერდე საკუთარ მომავალზე » სპორტის ხაზი

"თუ სურთ, რომ რეალიდან წავიდე, ჯერ ჩემი მოკვლა მოუწევთ", - ვალვერდე საკუთარ მომავალზე

"თუ სურთ, რომ რეალიდან წავიდე, ჯერ ჩემი მოკვლა მოუწევთ", - ვალვერდე საკუთარ მომავალზე
10-03-2023, 20:17
Aa Aa
გაზიარება:

რეალ მადრიდის 24 წლის ნახევარმცველმა, ფედერიკო ვალვერდემ უახლოეს მომავალში სამეფო კლუბის დატოვება გამორიცხა.

"თუ მათ სურთ, რომ მადრიდის რეალი დავტოვო, მაშინ ჩემი მოკვლა მოუწევთ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ურუგვაელმა ფეხბურთელმა.

ცნობისთვის, ვალვერდეს რეალ მადრიდის წასვლა დღის წესრიგში არ დგას, ეს მაშინაც არ ყოფილა განხილვის საგანი, როდესაც დაახლოებით ორიოდე წლის წინ, მისი გადაბირებით ინგლისური კლუბები აქტიურად იყვნენ დაინტერესებულები.

შეგახსენებთ, რომ ვალვერდესა და მადრიდის რეალს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2027 წლის ზაფხულს გასდის, გერმანულ Transfermarkt-ს კი ფეხბურთელი 100 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი