"კვარაცხელიას სტატუსი ვნახე და მინდა გითხრათ, რომ...", - სპალეტი ხვიჩას განცხადებას გამოეხმაურა » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიას სტატუსი ვნახე და მინდა გითხრათ, რომ...", - სპალეტი ხვიჩას განცხადებას გამოეხმაურა

"კვარაცხელიას სტატუსი ვნახე და მინდა გითხრათ, რომ...", - სპალეტი ხვიჩას განცხადებას გამოეხმაურა
10-03-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, სოციალურ ქსელში სპორტსმენთა უმრავლესობა გამოეხმაურა.

სპორტსმენთა უდიდესმა ნაწილმა ევროპული მომავალის მხარდასაჭერი მოწოდებები გაავრცელეს, გამონაკლისი არც ნაპოლის ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ყოფილა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმაც გააკეთა კომნეტარი:

"კვარაცხელიას სტატუსი ვნახე, როდესაც ის მანიფესტაციას საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით შეუერთდა. ასე უნდა მოიქცე ყოველთვის, როდესაც ცხოვრებაში უსამართლობას აწყდები.

საკუთარი მოსაზრების გამოსახატად მან ეს ძალაუფლება გამოიყენა და ამ ფორმით, ის ქართველ ხალხს გვერდში დაუდგა.

კვარაცხელიას იმაზე უფრო დიდი ტაში უნდა დავუკრათ, ვიდრე გოლი რომ გაეტანა
", - განაცხადა სპალეტიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი