იტალიის სერია ა-ს მე-11 ტურის შეხვედრაში, რომამ საკუთარ მოედანზე ნაპოლის უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.
მოედანზე 90 წუთი გაატარა ნაპოლის ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც დღეს გუნდს დაცვაში უფრო აქტიურად ეხმარეობდა და ხშირად ორთაბძოლებშიც იღებდა მონაწილებას - საბოლოოდ, ხვიჩამ შეფასების სახით 6.7 ქულა დაიმსახურა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ნაპოლი მოგებას არ იმასხურებდა, რასაც, ნაპოლის თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმაც უპასუხა:
"მოურინიომ თქვა, რომ მოგებას არ ვიმსახურებდით? მის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება არ მსურს, უბრალოდ შეხვედრის ანალიზის გაკეთება მინდა.
ეს ხაფანგებით სავსე თამაში იყო, ჩემმა გუნდმა დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა, 2-3 საგოლე მომენტი შევქმენით, რაც საბოლოო ჯამში გამარჯვებაში დაგვეხმარა.
შესაძლოა, იმ სტილისგან, რასაც მიჩვეულები ვართ, ცოტათი განსხვავებულ სტილში მოვიგეთ, მაგრამ ეს ჩემი გუნდის დამსახურებას კიდევ უფრო ზრდის", - განაცხადა სპალეტიმ.