"ბაკურიანში ვისვენებდი, იქ მომიყვანა ახალი მანქანა, რომელიც ჩემი მეგობრებით იყო სავსე" - ლაშა ტალახაძის მეუღლე » სპორტის ხაზი

"ბაკურიანში ვისვენებდი, იქ მომიყვანა ახალი მანქანა, რომელიც ჩემი მეგობრებით იყო სავსე" - ლაშა ტალახაძის მეუღლე

"ბაკურიანში ვისვენებდი, იქ მომიყვანა ახალი მანქანა, რომელიც ჩემი მეგობრებით იყო სავსე" - ლაშა ტალახაძის მეუღლე
10-03-2023, 18:05
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ძალოსანის, ლაშა ტალახაძის მეუღლე, ანი დემურია საოჯახო ისტორიას იხსენებს, გთავაზობთ მას:

"სანამ ოჯახს შევქმნიდი და შვილები მეყოლებოდა, ეს დღესასწაულები მანამდეც ძალიან მიყვარდა. მახსოვს, ბავშვობაში დედას 3 და 8 მარტს როგორ ვულოცავდი; პატარა ბარათებს ვუწერდი, რომლებიც ახლაც შენახული გვაქვს. როცა დედა თავად გავხდი, 3 მარტის დღესასწაულს ძალიან ველოდებოდი, რადგან ის ემოციები მახსოვდა, რომლითაც დედაჩემს ბავშვობაში ვულოცავდი. ერთი სული მაქვს, ჩემი შვილები მსგავსი ბარათების წერას როდის დაიწყებენ, ჯერ საამისოდ პატარები არიან. გააზრებული მაქვს, რას ნიშნავს დედობა და კარგია, რომ ამის აღმნიშვნელი დღეც არსებობს."

ამ დღეს ლაშა როგორ გილოცავს?

"ლაშა ყოველთვის ძალიან ყურადღებიანია, არც ერთი დღესასწაული არ გამორჩება. 3 და 8 მარტს სიმბოლურად მაინც აღნიშნავს."

სიურპრიზებით ხშირად განებივრებს?

"საკმაოდ ხშირად მიწყობს სიურპრიზებს. სპონტანურობაც სჩვევია. დაუგეგმავადაც შეუძლია ისე გაგახაროს, რომ..."

გამორჩეულად რა გახსენდება?

"პირველად რომ მანქანა მაჩუქა."

ეს შენთვის მოულოდნელი იყო?

"დიახ, არ ვიცოდი, მანამდე ამაზე არაფერი ჰქონდა ნათქვამი. ბაკურიანში ვისვენებდი და იქ მომიყვანა ახალი მანქანა, რომელიც ჩემი მეგობრებით იყო სავსე. ძალიან, ძალიან გამიხარდა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.