მანჩინი: “ნაპოლიმ სწორი ტრანსფერები განახორციელა” » სპორტის ხაზი

მანჩინი: “ნაპოლიმ სწორი ტრანსფერები განახორციელა”

მანჩინი: “ნაპოლიმ სწორი ტრანსფერები განახორციელა”
9-03-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწრვთნელმა, რობერტო მანჩინიმ “ნაპოლის” წლევანდელი სეზონი შეაფასა და რამდენიმე ფეხბურთელი გამოყო, რომელთა შორისაც ხვიჩა კვარაცხელიაცაა.

“ნაპოლი ძალიან კარგად თამაშობს. გუნდი ლიდერია და სავსებით დამსახურებულადაც. არ მგონია, ნაპოლის სატურნირო ცხრილის ლიდერობაში ვინმე შეეცილოს, საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს. მესმის სპალეტისაც, იგი სიფრთხილეს იჩენს. მის ადგილზე იმავეს გავაკეთებდი. ნეაპოლელებმა ზაფხულში სწორი ნაბიჯები გადადგეს, განახორციელეს კარგი ტრანსფერები კიმისა და კვარაცხელიას სახით. ისინი დღეს მთავარი გმირები არიან იმ თამაშის წყალობით, რომელიც მთელ ევროპაში ფასობს.

გუნდი ძალიან ძლიერია და გამორიცხული ჩემპიონთა ლიგაშიც არაფერია. ყველაზე მეტად რაც ამ ნაპოლიში მაოცებს, ის სიმშვიდე და თავდაჯერებულობაა, რომლითაც ფეხბურთელები მოედანზე ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ გადიან” - ასე განაცხადა 58 წლის სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.