გუშინდელ საპარლამენტო სხდომასთან და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კომენტარი გააკეთა.
"ევროპულ არჩევანს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია" - დაწერა გურამ კაშიამ თავის სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ქართული ფეხბურთის უდიდესი ნაწილი (ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია, ანრი მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი მამარდაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, გაგრა, დინამო თბილისი და კიდევ სხვა უამრავი) საქართველოს ევროპულ მომავალს ხმას ერთობლივად უჭერს.