გუშინ, პოლონეთის ჩემპიონატში გიორგი წიტაიშვილისა და ნიკა კვეკვესკირის "ლეხმა" "კორონა" 3:2 დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი ფეხბურთელი მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან იწყებდა. წიტაიშვილი მოედანზე 80 წუთი გაჩერდა, ხოლო კვეკვესკირი 74-ე წუთზე შეცვალეს.
საგულისხმოა, რომ შეხვედრაში ანგარიში 41-ე წუთზე მასპინძლებმა იშაკის ზუსტი პენალტით გახსნეს, იმ პენალტით, რომელიც გიორგი წიტაიშვილმა მოიპოვა.
რაც შეეხება ქართველების შეფასებებს, უცხოურმა Sofascore-მ გიორგი წიტაიშვილი 6.3 სარეიტინგო ქულით, ხოლო ნიკა კვეკვესკირი 7.1-ით შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ "ლეხი" პოლონეთის ჩემპიონატის მე-8 ადგილს 25 ქულით იკავებს.