კაპელო: “კინთან საუბარი უაზროა, ვერაფერს გაიგებს” » სპორტის ხაზი

კაპელო: “კინთან საუბარი უაზროა, ვერაფერს გაიგებს”

კაპელო: “კინთან საუბარი უაზროა, ვერაფერს გაიგებს”
8-03-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ, რომელიც თავის დროზე ტურინის “იუვენტუსს” წვრთნიდა, მოიზე კინის შესახებ ისაუბრა. ფეხბურთელი “რომას” წინააღმდეგ მოედანზე გამოსვლიდან 40 წამში გააძევეს.

“რას ვეტყოდი კინს? ის მაინც ვერაფერს გაიგებდა, ამიტომ მასთან საუბრით დროს დავკარგავდი. მან აშკარად დაკარგა თანაგუნდელების პატივისცემა. პირველ ყოვლისა, მატჩზე და გუნდზე უნდა ეფიქრა, მაგრამ მისმა საქციელმა ყველა დააზარალა. ალბათ, ამას ისიც აცნობიერებს. მსგავსი რამ არასდროს არ უნდა მოხდეს. თუმცა, მის წინააღმდეგ ჯარიმა იყო, რაც მსაჯმა არ დააფიქსირა, მან დარღვევაზე მხოლოდ კინის რეაქცია დაინახა” – ასე მიიჩნევს ფაბიო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი