მოგეხსენებათ, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ერთ-ერთი ლიდერი, ბრაზილიელი ნეიმარი 19 თებერვალს, “ლილთან” შეხვედრაში დაშავდა. მისი ტრავმა არცთუ ისე მარტივია, ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს. ნეიმარი მალე ოპერაციას გაიკეთებს.
"მე უფრო ძლიერი დავბრუნდები"- წერს ბრაზილიელი სოციალურ ქსელში.
იგი ვარჯიშს ოპერაციიდან სავარაუდოდ 3-4 თვეში განაგრძობს. ნეიმარის ანგარიშზე 2022/23 წლების სეზონში 29 შეხვედრაში 18 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.