მიქაუტაძე ტურის სიმბოლურშია - რას წერს მასზე ფრანგული გამოცემა » სპორტის ხაზი

მიქაუტაძე ტურის სიმბოლურშია - რას წერს მასზე ფრანგული გამოცემა

მიქაუტაძე ტურის სიმბოლურშია - რას წერს მასზე ფრანგული გამოცემა
7-03-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მეცის” ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაშია. მან “ანესთან” დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. ჟორჟს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში უკვე 14 გოლი მოუგროვდა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ლიგა 2-ის მიმდინარე ტურის საუკეთესოებს შორის მოხვდა. როგორც ფრანგული გამოცემა orange.fr წერს, გიორგი სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა:

”როგორც არ უნდა გვინდოდეს, შეუძლებელია, ქართველი ფეხბურთელი ტურის საუკეთესოთა შორის ზედიზედ მეორედ არ დავასახელოთ. ანესთან გაფორმებული საუცხოო დუბლის ავტორი საუკეთესო ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილს დაუბრუნდა და მეცი მეორე ადგილთან მიაახლოვა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი