საფეხბურთო კლუბის, თბილისის “ლოკომოტივის” დირექტორმა, გიორგი ყიფიანმა ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პროცესზე, რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
“თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი და ფასეული ღირებულება არ არსებობს!
სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით და მასზე შეთანხმებით უნდა ხდებოდეს ყველა მოქმედება რომელსაც სახემწიფო განახორციელებს. იქნება ეს კანონის ცვლილება თუ კონკრეტული რეფორმა. არ აქვს მნიშვნელობა…
არა რუსულ კანონს და საერთოდ ყველაფერ რუსულს!” - წერს ყიფიანი.