სასურველი კლუბი ესპანეთში შეარჩია - ლაპორტის მანჩესტერ სიტის დატოვება უნდა » სპორტის ხაზი

სასურველი კლუბი ესპანეთში შეარჩია - ლაპორტის მანჩესტერ სიტის დატოვება უნდა

სასურველი კლუბი ესპანეთში შეარჩია - ლაპორტის მანჩესტერ სიტის დატოვება უნდა
6-03-2023, 21:53
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს მტკიცებით, მანჩესტერ სიტის ესპანელ მცველს, აიმერიკ ლაპორტს კლუბის შეცვლა სურს.

წყაროს მტკიცებით, 28 წლის ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ზაფხულში ინგლისურ კლუბს დატოვებს და კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს.

პარალელურად კი მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფეხბურთელის გარემოცვა კატალონიური კლუბის გარემოცვას დაუკავშირდა.

ცნობისთის, ლაპორტიმ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მანჩესტერ სიტის მაისური 7 შეხვედრაში მოირგო. ფეხბურთელსა და კლუბს შორის არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2025 წლის 30 ივნისს გასდის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი