მბაპე “პსჟ-ს” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია » სპორტის ხაზი

მბაპე “პსჟ-ს” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

მბაპე “პსჟ-ს” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია
5-03-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში “პსჟ-მ” შინ “ნანტი” მიიღო და 4-2 დაამარცხა. ფრანგმა შემტევმა, კილიან მბაპემ აღნიშნულ შეხვედრაში ერთი ბურთის გატანა შეძლო. ეს კი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ 24 წლის მოთამაშე პარიზული კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდიდი გამხდარიყო.

კილიანი “პსჟ-ის” რიგებში 2017-18 წლების სეზონიდან გამოდის. ის ჯერ იჯარის წესით თამაშობდა “მონაკოდან,” მომდევნო სეზონის დასაწყისში საფრანგეთის დედაქალაქის კლუბმა მბაპე გამოისყიდა. ამ დროის მანძილზე კილიანმა ყველა ტურნირზე “პსჟ-ის” მაისურით 247 შეხვედრა ჩაატარა და 201 გოლი გაიტანა. აქამდე ბომბარდირი ედისონ კავანი იყო 200 გოლით. ურუგვაელმა ამ მაჩვენებელს 301 მატჩში მიაღწია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი