ოქროს ბურთის ნომინანტი? - სლუცკის კომენტარი ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

ოქროს ბურთის ნომინანტი? - სლუცკის კომენტარი ხვიჩაზე

ოქროს ბურთის ნომინანტი? - სლუცკის კომენტარი ხვიჩაზე
29-09-2022, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან სპორტულ ჟურნალისტთან, კერძოდ ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუ ჩაწერა ხვიჩას ყოფილი კლუბის, ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ, რომელმაც ქართველი ფეხბურთელის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა:

ფაბრიციო რომანო: "ლეონიდ, რას ფიქრობ, შეუძლია თუ არა კვარაცხელიას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ გახდეს? როგორ ფიქრობ, ვიხილავთ თუ არა მას მომავალში ოქროს ბურთის მოგების ნომინანტთა ოცეულში"?

ლეონიდ სლუცკი: "ზოგადად, ხვიჩას ფეხბურთი ძალიან კარგად ესმის და როგორც თავიდან გითხარით, კვარაცხელიას შესაძლებლობები უსაზღვროა. ხვიჩა სწრაფი და ჭვკიანია, რაც ორივე ფლანგზე თანაბრად კარგად თამაშის საშუალებას აძლევს, ეს კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. გარდა ამისა, ის ფიზიკურადაც კარგადაა მომზადებული, ამისთვის სპეციალური მწვრთნელიც კი დაიქირავა. კვარაცხელიას დაცვაში მომატება კიდევ და კიდევ შეუძლია. იცით მთავარი რა არის? - ის, რომ ხვიჩას პირველი სიყვარული ფეხბურთია, ის სპორტის ამ სახეობაზე ნამდვილად აფანატებს, რაც მას დიდ პროფესიონალს ხდის. მაშინ, როდესაც მე და ხვიჩამ ურთიერთობა დავიწყეთ, ის ძალიან პატარა იყო, ნამდვილი ბავშვი და მისთვის ფეხბურთი სათამაშოების მაღაზიას ჰგავდა. დღეს, ხვიჩა მოედანზე ბავშვად რჩება იმიტომ, რომ მას ფეხბურთი განუსაზღვრელად უყვარს. მიუხედავად კონტრაქტისა და პრემიებისა, ის მინდორზე ისეთივეა, როგორიც თავიდან იყო. ვიტყვი, რომ კვარაცხელიას დიდი პოტენციალი აქვს და სწორედ ამიტომ, მას შეუძლია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი