მილანი ზაჰასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს | როსონერი ახალ შემტევს იმატებს? » სპორტის ხაზი

მილანი ზაჰასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს | როსონერი ახალ შემტევს იმატებს?

მილანი ზაჰასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს | როსონერი ახალ შემტევს იმატებს?
4-03-2023, 19:25
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Evening Standard-ისგან ვიგებთ, სტეფანო პიოლის მილანი კრისტალ პალასის ფეხბურთელით, კერძოდ უილფრიდ ზაჰათი ინტერესდება.

კოტ დ'იუვარელ ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მას კი არაერთხი ახალი მსურველი ჰყავს, აქედან ერთ-ერთი სწორედ მილანია, რომლის წარმომადგენლებიც ზაჰასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

იწერება ისიც, რომ ზაჰათი არაერთი ესპანური კლუბიც ინტერესდება, ამიტომ მილანისთვის საქმე მარტივად ვერ წარიმართება, მათ გარკვეული ძალისხმევის ჩადება მოუწევთ უილფრიდის გაფორმების პროცესში.

ცნობისთვის, უილფრიდ ზაჰა კრისტალ პალასში უკვე 12 წელია თამაშობს და შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდის ნამდვილი ლეგენდაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი